|
2023-06-23 10:21:26, 1193 ნახვა
პოლიტიკა
კლეიტონი გვარამიას შეწყალებაზე - სწორი გადაწყვეტილებაა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე
მივესალმები ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილებას და მისი საპატიმროდან განთავისუფლებას,- ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი Twitter-ზე წერს. კლეიტონის თქმით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის შეწყალება სწორი გადაწყვეტილებაა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. "მივესალმები ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილებას და მისი საპატიმროდან განთავისუფლებას. ეს სწორი გადაწყვეტილებაა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე",- წერს კლეიტონი. შეგახსენებთ, გუშინ, 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა. გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი პატიმრობაში დატოვა. 19 ივნისს კი, უზენაესმა სასამართლომ გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)