|
2023-06-23 00:28:56, 784 ნახვა
პოლიტიკა
გვარამია ზურაბიშვილზე გაკეთებულ კომენტარზე - მე ვწუხვარ ამის გამო და ბოდიშს ვუხდი მას
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია მის მიერ სალომე ზურაბიშვილის მიმართ ჩაწერილ ვიდეოს გამოეხმაურა და აღნიშნულს "საძაგლობა" უწოდა, რის გამოც პრეზიდენტს ბოდიში მოუხადა. გვარამიამ ასევე აღნიშნა, რომ ის თავის შეცდომას ხვდება და არც პრეზიდენტი არ უნდა "გაჯიუტდეს მის შეცდომაში" და უნდა შეიწყალოს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. "მე არ ვაპირებ, რომ გაჯიუტებული ვიყო ჩემ შეცდომაში გულწრფელად გეტყვით, რომ ის ვიდეოები, რომლებსაც ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ დღეს გამოიყენებენ მის წინააღმდეგ, მე არ მომწონს ჩემი თავი ამ ვიდეოში, ქალთან მიმართებაში ასე მოქცევა საძაგლობაა, მე ვწუხვარ ამის გამო და ბოდიშს ვუხდი მას თუმცა აქვე უნდა ვთქვა, რომ არც ის უნდა გაჯიუტდეს მის შეცდომაში, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი და უნდა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი", - განაცხადა გვარამიამ. შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია შეიწყალა. ცოტახნისწინ, გვარამიამ რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაც დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)