|
2023-06-23 00:32:09, 846 ნახვა
პოლიტიკა
გვარამია შეწყალებაზე - მას ეს ჩემთვის ნამდვილად არ გაუკეთებია, მან ეს გააკეთა საკუთარი ქვეყნისთვის, რომლის პრეზიდენტიც არის
მე ვფიქრობ, რომ მას ეს ჩემთვის ნამდვილად არ გაუკეთებია. მან ეს გააკეთა საკუთარი ქვეყნისთვის, რომლის პრეზიდენტიც არის, - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ სასჯელაღსრულების დატოვების შემდეგ განაცხადა. როგორც გვარამიამ აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის აღნიშნული გადაწყვეტილება მას ღირსებას მატებს. "პირველი შთაბეჭდილება - გულწრფელად გეტყვით, რომ არ ველოდი გათავისუფლებას. არ ვიყავი ამისთვის მზად. ველოდებოდი პრინციპში, თებერვალ-მარტში , როდესაც მიწევდა პირობით ვადამდე გათავისუფლება, არც მაშინ ველოდი დიდად რომ გამიშვებდნენ, მაგრამ მაინც, რაღაცას წავიაქტიურებდი მაინც თუ არ გამიშვებდნენ, მაგრამ მანამდე არაფერს ველოდი. მინდა გამოვეხმაურო იმას, რაც სალომე ზურაბიშვილმა გამოაცხადა დღეს. მე ვფიქრობ, რომ მას ეს ჩემთვის ნამდვილად არ გაუკეთებია. მან ეს გააკეთა საკუთარი ქვეყნისთვის, რომლის პრეზიდენტიც არის და ვფიქრობ, რომ ეს მას ღირსებას მატებს ნამდვილად", - განაცხადა გვარამიამ. შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია შეიწყალა. ცოტახნისწინ, გვარამიამ რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაც დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)