14:51 - 22 Jul, 2026
|
2023-06-22 23:09:26, 829 ნახვა
პოლიტიკა
ჰაკერი გვარამიას შეწყალებაზე - მისი ციხეში ყოფნა გაუმართლებელი იყო, მივესალმები პრეზიდენტის გადაწყვეტილებას
გერმანელი დეპუტატი თომას ჰაკერი "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხს გამოეხმაურა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ნიკა გვარამიას ციხეში ყოფნა გაუმართლებელი იყო, ხოლო პრეზიდენტის გადაწყვეტილება მისასალმებელია. "მივესალმები პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე. ეს დიდი შვებაა მისთვის, მისი მეუღლისა და საყვარელი ადამიანებისთვის. მისი ციხეში ყოფნა სრულიად გაუმართლებელი იყო", - წერს ჰაკერი. შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია შეიწყალა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)