|
2023-06-22 21:38:19, 677 ნახვა
პოლიტიკა
პროკურატურის წარმომადგენლები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელებს შეხვდნენ
საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის, ანტიკორუფციული სამმართველოსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფა პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და ამ პროცესში ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენელთა მოსაზრებების გაზიარება მნიშვნელოვანია. ასევე, მხარეებმა ისაუბრეს აღნიშნული კატეგორიის საქმეთა გამოძიების პროცესში არსებულ პრობლემებზე და გამოწვევებზე. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და სამოქმედო გეგმებზე ისაუბრეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)