|
2023-06-22 13:44:56, 706 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - მინდა მჯეროდეს, რომ ამჯერად, სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული და საქართველო მიიღებს სტატუსს
მინდა მჯეროდეს, რომ ამჯერად, სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული და საქართველო მიიღებს სტატუსს,- აღნიშნულის შესახებ თბილისი მერმა კახა კალაძემ განაცხადა. თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტისას გაჟღერებული თხოვნის მიხედვით, „დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის“ მიღება დეკემბრამდე გადაიდო. „პრემიერ-მინისტრს ბრიუსელში ჰქონდა ოფიციალური ვიზიტი. შარლ მიშელის შეხვედრის შემდეგ, ითხოვეს, აღნიშნული კანონის მიღება მესამე მოსმენით არ მომხდარიყო. ვითვალისწინებთ ამ თხოვნას, დეკემბრამდე არ მივიღებთ აღნიშნულ კანონს. დაველოდებით, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული სტატუსთან დაკავშირებით“, - განაცხადა კალაძემ. თბილისის მერი იმედოვნებს, რომ წლის ბოლოს ქართველი ხალხი მიიღებს დამსახურებულ სტატუსს. „მინდა მჯეროდეს, რომ ამჯერად, სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რადგან საქართველო ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის ამ რთულ გზაზე. თუ რაიმე წარმატებას გვაქვს მიღწეული ეს 2012 წლის შემდგომ პერიოდს უკავშირდება. ჩვენ მოვისმინეთ ევროპაში გაკეთებული განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო მართლაც იმსახურებდა აღნიშნულ სტატუსს. ამჯერად, მინდა მჯეროდეს, რომ დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილებით არ დაიჩაგრება ქართველი ხალხი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)