|
2023-06-22 13:26:40, 737 ნახვა
პოლიტიკა
ღუდუშაური სააკაშვილზე - გვამის სუნი რომ ასდიოდა მიშას, ახლა ამ პროცესს რისი სუნი ასდის?
გვამის სუნი რომ ასდიოდა მიშას, ახლა ამ პროცესს რისი სუნი ასდის?,- ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ დეპუტატი ალუდა ღუდუშაური საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ. ღუდუშაურის თქმით, კანონპროექტი, რომლითაც მოქალაქეობის მიღება მარტივდება სააკაშვილს არ შეეხება. "მე უბრალოდ მაინტერესებს, იქნებ გადასცეთ იმ ადამიანებს, ის პირები - პოლიტიკოსები, იურისტები, ექსპერტები, ექიმები ა.შ. დღე-დღეზე რომ კვდებოდა, აპოკალიფსი, რომ ხდებოდა, არაამქვეყნიური დაავადებები რომ სჭირდა, საქართველოს პოლიტიკა რომ აღარ აინტერესებდა, გვამის სუნი რომ ასდიოდა, ახლა ყველა თქვენ მედიის წარმომადგენლებს მე გთხოვდით და მოგიწოდებდით, ჰკითხოთ ამ ადამიანებს, ზოგადად, ამ პროცესს რისი სუნი ასდის. ზოგადად, თქვენს ამ მოქმედებას რისი სუნიც ასდის, ეს ხომ ქართველმა ხალხმა დიდი ხანია კარგად იცის. შესაბამისად, აპატრეიდი პრეზიდენტი სააკაშვილი არ ბრძანდება, მას აქვს უკრაინის პასპორტი, ის არის მსჯავრდადებული და შესაბამისად, როგორც კანონმდებლობა ითვალისწინებს, ისე იქნება მსჯავრდადებულთან საკითხები გადაწყვეტილი",- განაცხადა ღუდუშაურმა. შეგახსენებთ, 16 ივნისს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა განცხადება, რომ მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, აპირებს აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)