|
2023-06-22 11:19:27, 777 ნახვა
პოლიტიკა
მაჭარაშვილი სააკაშვილზე - თუ არ უნდა მკურნალობა, წავა ციხეში - „ვივამედს“ აქვს ერთი გზა - ციხისკენ
"ვივამედს" აქვს ერთი გზა - ციხისკენ. თუ არ უნდა მკურნალობა [მიხეილ სააკაშვილს], წავა ციხეში,- ამის შესახებ ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მაჭარაშვილის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი "ტაკიმასხარაობას გააგრძელებს". "არიან ადამიანები, რომლებიც ციხიდან პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწეოდნენ. პრაქტიკულად, პატიმარმა სააკაშვილმა თავისივე მომხრებსაც ცივი წყალი გადაასხა, როცა დატოვა პირდაღებული იმასთან დაკავშირებით, რომ კვდება ადამიანიო და უცებ იხილეს, რომ ზეციდან მოფრინავს ამომავალი პოლიტიკოსი, გადამრჩენი საქართველოსი. შოკში არიან მისივე მომხრეები - რა უნდა თქვან, არ იციან, საიქიოში მიდისო, ამბობდნენ და ახლა პოლიტიკაში მოდისო, უნდა თქვან. ტაკიმასხარაობა რაც ჰქონდა აქამდე, იმას გააგრძელებს",- განაცხადა მაჭარაშვილმა. შეგახსენებთ, 16 ივნისს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა განცხადება, რომ მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, აპირებს აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)