|
2023-06-21 20:35:16, 830 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია - ენმ-ის ლიდერობით ვერც ივანიშვილის რეჟიმს დავამარცხებთ და ვერც ქვეყანას ამოვიყვანთ ამ ჭაობიდან
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერობით ვერც ივანიშვილის რეჟიმს დავამარცხებთ და ვერც ქვეყანას ამოვიყვანთ ამ ჭაობიდან, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა. მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" არის გუნდი, რომელსაც "არ გააჩნია ფასეულობები და პრინციპები", აქედან გამომდინარე ბოკერია საზოგადოებას მოუწოდებს მხარი დაუჭიროს იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც საკუთარი სიტყვისა და პრინციპების ერთგულნი არიან. „ყველა მოქალაქემ, რომელიც ვარდების რევოულიციის იდეალების გამო ან ივანიშვილის რეჟიმის შეცვლის მოტივით აქამდე მხარს უჭერდა ენმ-ს, უნდა იცოდეს, რომ ამ გუნდის ლიდერობით ჩვენ ვერც ივანიშვილის რეჟიმს დავამარცხებთ, ვერც ამ ჭაობიდან ამოვიყვანთ ქვეყანას და ვერც თავისუფლებისკენ გადავდგამთ ნაბიჯს. ეს არის გუნდი, რომელსაც აღარ გააჩნია არც ფასეულობები და არც პრინციპები, ამიტომ, მოგიწოდებთ მხარი დაუჭიროთ იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, ვინც საკუთარი პრინციპებისა და სიტყვის ერთგულია”.- ამბობს ბოკერია.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)