|
2023-06-21 11:47:58, 817 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - მიუღებელია LGBT პროპაგანდა, რომელიც მიმდინარეობს უცხოეთში ბაღებსა და სკოლებში - მადლობა ღმერთს, ეს ჩვენთან არ მოხდება
ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის ზღვარგადასული პროპაგანდა, რომელიც მიმდინარეობს უკვე ბაღებსა და სკოლებში უცხოეთში. მადლობა ღმერთს, ეს ჩვენთან არ მოხდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ცხოვრების წესის არჩევის უფლება ყველა ადამიანს აქვს, თუმცა მთავრობა LGBT პროპაგანდის წინააღმდეგია. "მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი უფლება, ცხოვრების წესი აირჩიოს. ჩვენ არავის საქმიანობაში არ ვერევით, არავის პირად ცხოვრებაში არ ვერევით, მაგრამ ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის ზღვარგადასული პროპაგანდა, რომელიც მიმდინარეობს უკვე ბაღებსა და სკოლებში უცხოეთში. მადლობა ღმერთს, ეს ჩვენთან არ მოხდება, ამას დავიცავთ, ჩვენ ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ იმიტომ, რომ დაუშვებელია, მიუღებელია სკოლებსა და ბაღებში ამ თემის პროპაგანდა. რაც ჩვენ ვნახეთ ბოლო დღეების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ რესტორნების ქსელ "მაკდონალდსში", მიმდინარეობდა ბავშვებში სწორედ ეს პროპაგანდა. რა თქმა უნდა, ეს არის სრულიად ამორალური და მიუღებელი კამპანია. ჩვენ მოვისმინეთ განმარტებები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენთვის მიუღებელია ის პასუხი, რომ თურმე, ეს არის გლობალური კამპანიის ნაწილი და უნდა მივიღოთ - ასე არ მოხდება. მე ვფიქრობ, მისასალმებელია საზოგადოების რეაქცია, რომელიც იყო მძაფრი და ადეკვატური",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. "ექსპრესნიუსი" ემიჯნება პოლიტიკოსების ჰომოფობიურ განცხადებებს.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)