|
2023-06-20 13:10:00, 818 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ვერცერთ ანტიდასავლურ განცხადებას ვერ მომიყვანთ, რომელ ძალადობას ახალისებს „ქართული ოცნება“
ვერცერთ ანტიდასავლურ განცხადებას ვერ მომიყვანთ, რომელ ძალადობას ახალისებს „ქართული ოცნება“,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით,"თვალებში ნაცარი არ უნდა შეაყრევინო არავის და პარტნიორებსაც სიმართლე უნდა ვუთხრათ". "თქვენ ვერ მომიყვანთ ვერცერთ ანტიდასავლურ განცხადებას. ვერ მომიყვანთ, რა ძალადობის ფაქტებზე საუბრობთ საერთოდ და რომელ ძალადობის ფაქტს ახალისებს „ქართული ოცნება.“ ზოგადად, ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია. მე ამასთან დაკავშირებით გუშინაც ვისაუბრე. ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ეს, რაც არ უნდა განსხვავებული აზრის მოსმენა გვიწევდეს, ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ და პასუხად ძალადობა არ უნდა ხდებოდეს. არ უნდა ხდებოდეს ძალადობის წახალისება. გუშინ მაგალითი მოვიყვანე, როდესაც პოლიციელს მაგალითად „მოლოტოვოს კოქტეილს“ ესვრი, გაქვს მცდელობა, ცოცხლად დაწვა და ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები გამოდიან და აქვთ მცდელობა, რომ გმირად შერაცხონ ეს ადამიანი, ეს ძალიან დამაზიანებელია და ძალიან ცუდია. ძალადობას ყველამ ერთად უნდა ვებრძოლოთ. როდესაც აქვთ მცდელობა, თუნდაც, ჩვენს მეგობრებს, თვალებში ნაცარი შეგვაყარონ, ჩვენ თავი არ უნდა დავხაროთ, ნაცარი არ უნდა შეაყრევინო არავის თვალებში. როდესაც გეუბნებიან თეთრზე შავიაო, არ უნდა მისცე ამის საშუალება და ამის უფლება, ვინც არ უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს მეგობრებზე, ჩვენს პარტნიორებზე, რა თქმა უნდა, სიმართლე უნდა ვუთხრათ მათაც",- განაცხადა კალაძემ.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)