|
2023-06-20 12:49:15, 1061 ნახვა
საზოგადოება
ლევან ბერძენიშვილს ჭავჭავაძის გამზირზე თავს დაესხნენ - აგრესიულმა პირმა მას შეურაცხყოფა მიაყენა და კვერცხები ესროლა
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე "რესპუბლიკური პარტიის" ყოფილ თავმჯდომარეს, ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ. როგორც ბერძენიშვილმა "მთავარ არხს" განუცხადა, ლექციიდან გამოსულს ახალგაზრდა კაცმა შეურაცხყოფა მიაყენა და კვერცხები ესროლა. ბერძენიშვილის თქმით, შემთხვევის შედეგად არ დაშავებულა. "თავდამსხმელს არ ვიცნობ. მე გამოვედი ლექციიდან, ვაპირებდი წასვლას მეორე ლექციაზე სხვა უნივერსიტეტი. ახალგაზრდა კაცი იყო, დაიწყო გამოსვლა - მოღალატე, ერეკლე, რა თქმა უნდა, მერე დედის გინება. მე არ ვჩერდებოდი, მაგრამ მოქალაქე მეუბნება, რომ უნდა გავჩერდე, უნდა მოვუსმინო ერეკლეს მცველს. უნდა გითხრათ, რომ ლექსიკის მიხედვით და ა.შ. ძალიან მოუმზადებელი კადრი იყო. მერე კვერცხიც აღმოაჩნდა ჯიბეში, ისიც ისროლა, ამაცილა. მე რა შემიძლია ვუთხრა აღშფოთებულ მოქალაქეებს - ივარჯიშეთ, კვერცხი სროლაც საქმეა, მაგასაც ოსტატობა სჭირდება",- ამბობს ბერძენიშვილი. მისივე თქმით, მომხდარის გამო სამართალდამცავი უწყებისთვის არ მიუმართავს. "ეს არ დამთავრდება იმიტომ, რომ ხელისუფლებას მიცემული აქვს ბრძანება, რომ ყოველდღე რაღაც უნდა მოხდეს. იყო ზურა "გირჩი", ახლა იყო ლევან ბერძენიშვილი, მერე სხვა და ჩვენ რომელიღაც ირაკლი კობახიძე გვეტყვის, რომ ეს არის აღშფოთებული მოქალაქე... ეს მოქალაქე იყო ბიძინა ივანიშვილის კრებითი სახე. სხვათა შორის, მეტყველებდა, ზუსტად ისე, როგორც ჩვენი ბიძინა, ამანაც ლაპარაკი არ იცოდა, დედის გინება იცოდა კარგად... არ მიმართავს პოლიციისთვის და არც მივმართავ იმიტომ, რომ მე არ ვთვლი, რომ ეს პოლიცია ჩემს მხარეს იქნება. პოლიციის მოგზავნილია ეს ხალხი და ხელისუფლების",- თქვა ლევან ბერძენიშვილმა.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)