|
2023-06-19 16:06:55, 863 ნახვა
პოლიტიკა
ოქრიაშვილი - „რუსული ოცნების“ ქმედებებიდან გამომდინარე, ჩემი ოპტიმიზმი, რომ საქართველოში ომი არ იქნება, დღითიდღე მცირდება
„რუსული ოცნების“ მიერ ორგანიზებული ძალადობის ის სერია, რომელიც ამ დღეებში ჩვენმა საზოგადოებამ იხილა, ქვეყანას სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიაქანებს,- ამის შესახებ "პროგრესი და თავისუფლების" ლიდერი კახა ოქრიაშვილი აცხადებს. ოქრიაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“, მზადაა, გააჩაღოს სამოქალაქო ომი და იძალადოს საკუთარ მოსახლეობაზე, რათა შეინარჩუნოს ხელისუფლება. "დიახ, „ქართულ ოცნებას“ სურს ომი ხელისუფლებაში დასარჩენად და მათი მოქმედებები არის პირდაპირ სისხლისმღვრელი ომისკენ გადადგმული მკვეთრი ნაბიჯები. მოღალატე ხელისუფლების ქმედებებიდან გამომდინარე, ჩემი ოპტიმიზმი, რომ საქართველოში ომი არ იქნება, დღითიდღე მცირდება. ერთადერთი გზა, რომ ქვეყანას ომი ავაცილოთ თავიდან, არის „ოცნების“ დამარცხება 2024 წლის არჩევნებზე. „რუსულ ოცნებას“ ან არჩევნების გზით გავისტუმრებთ ხელისუფლებიდან, ან ქვეყანაში სამოქალაქო ომს გააჩაღებენ. რა თქმა უნდა, ჩემი სურვილია, „რუსული ოცნება“ ხელისუფლებას ჩამოვაშოროთ არჩევნების და არა ომის გზით",- ამბობს კახა ოქრიაშვილი.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)