|
2023-06-19 12:40:43, 853 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - სააკაშვილის გამოჯანმრთელებას შეიძლება ჰქონდეს ორი თეორიული მიზეზი - ან სასწაული ან სტრასბურგის გადაწყვეტილება
მიხეილ სააკაშვილის გამოჯანმრთელებას შეიძლება ჰქონდეს ორი თეორიული მიზეზი - ან სასწაული ან სტრასბურგის გადაწყვეტილება. მე მგონია, რომ მიზეზი არის სტრასბურგის გადაწყვეტილება,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძე ჟურნალისტებს უთხრა, ექსპრეზიდენტი "მიუნჰაუზენია" და საზოგადოებას "600 დღის განმავლობაში" ატყუებდა. "იყო თავიდან ბოლომდე 600-დღიანი პოლიტიკური კამპანია. უმტკიცებდნენ საზოგადოებას, ბევრი დააჯერეს კიდეც, რომ ეს კაცი 600 დღის განმავლობაში ყოველდღე კვდებოდა და თან კვდებოდა ხან წამებით, ხან მოწამვლით და ა.შ. და უცებ, ეს ადამიანი ხდება ჩვეულებრივად ჯანმრთელი. ეს არის, რა თქმა უნდა, ცარიელი სიმულაცია, ცარიელი სპეკულაცია, თუმცა 600 დღის განმავლობაში ადამიანებს აჯერებდნენ, რომ სააკაშვილი კვდებოდა. ეს უბრალოდ სირცხვილია... ეს კაცი არის მიუნჰაუზენი - 600 დღის განმავლობაში ატყუებდა საზოგადოებას",- თქვა კობახიძემ. მმართველი პარტიის თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ მესამე პრეზიდენტის განცხადებას და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს "არავითარი შანსები არ აქვს". შეგახსენებთ, 16 ივნისს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა განცხადება, რომ მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, აპირებს აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)