|
2023-06-19 11:36:35, 884 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული „კლანი“ პუტინის ტერორისტული რეჟიმის მხარდაჭერას აგრძელებს
ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული "კლანი" პუტინის ტერორისტული რეჟიმის მხარდაჭერას აგრძელებს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილის უშუალო ლობირებით და სუს-ის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის მონაწილეობით ბათუმის ნავთობტერმინალში რომელსაც ყაზახური კომპანია “KazTransOil”-ი მართავს, ინიშნება რუსული ნავთობგიგანტის «Роснефть»-ის ხელმძღვანელობასთან დაახლოებული პირი, ვინმე Aскар Cапарбеков-ი, "რომლის მთავარი მიზანიც ბათუმის ნავთობტერმინალის და პორტის სრულად კონტროლია". "ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული კლანი აგრძელებს პუტინის ტერორისტული რეჟიმის მხარდაჭერაც ამჯერად საქმე ბათუმის პორტს და ნავთობტერმინალს უკავშირდება. ყველას გახსოვთ 2022 წლის 27 ივნისს ბათუმის პორტში რუსული სანქცირებული ნავთობპროდუქტებით დატვირთული თურქული დროშით მცურავი ტანკერი „ESEN KA“-შემოვიდა. ტვირთი რუსულ სანქცირებულ სახელმწიფო კომპანია «Роснефть»-ს ეკუთნოდა, საქართველოში მისი შემომტანი კი “Petrocas energy group”-ის შვილობილო კომპანია “SPG Treidingi”-ი იყო, აღნიშნული კომპანიები კი საქართველოში სწორედ რუსული ნავთობგიგანტის «Роснефть»-ის აქტივებს წარმოადგენს. რუსული სანქცირებული ნავთობპროდუქტების შემოტანის მიზანი სანქციებისგან გვერდის ავლა იყო, ტანკერი რომელიც შემოვიდა რუსეთიდან ბათუმის პორტში შეიცვლიდა დოკუმენტებს, თითქოსდა ის დაიტვირთა საქართველოში და რუსული სანქცირებული ნავთობპროდუქტების ნაცვლად დატვირთულია თურქმენული დიზელით, რის შემდეგაც შეფერხების გარეშე ტვირთი მოხვდებოდა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის ევროპაში. ერთი წლის წინ როცა ეს ინფორმაცია მედიაში გავრცელდა საკითხს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა და დაადასტურა, რომ გემზე ნამდვილად სანქცირებული ნავთობპროდუქტები იყო და ტანკერმა დაუყოვნებლივ ბთუმის პორტი დატოვა. მას შემდგე ერთი წელი გავიდა მაგრამ აღნიშნული ფაქტის შესახებ ხელისუფლებას არანაირი დამატებითი ინფორმაცია აღარ გაუვრცელებია, საერთოდ ბუნდოვანია დაინტერესდნენ თუ არა საკითხით შესაბამისი სამსახურები და მოიკვლიეს თუ არა ვინ იდგა აღნიშნული თაღლითური სქემის უკან. დღეს ჩვენთვის ცნობილი ხდება ახალი დეტალები, ბიძინა ივანიშვილის კლანის უშუალო ლობირებით და სუსის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის მონაწილეობით ბათუმის ნავთობტერმინალში რომელსაც მართავს ყაზახური კომპანია “KazTransOil”-ი ინიშნება რუსული ნავთობგიგანტის «Роснефть»-ის ხელმძღვანელობასთან დაახლოებული პირი, ვინმე Aскар Cапарбеков-ი. რუსული კლანი Aскар Cапарбеков-ს ბათუმის ნავთოვტერმინალში კომერციისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე ლობირებს, მათ მთავარ ამოცანას წარმოადგენს ქონდეთ გაყალბებული დოკუმენტაციის წარმოების შესაძლებლობა და შემდგომში სრულად აკონტროლონ ბათუმის ნავთობტერმინალი და მთლიანად პორტი. რუსული ინტერესების ლობირებაში სავარაუდოდ ასევე ჩართულია კომპანია “KazTransOil”-ის წარმომადგენელი ЭРИК САГИЕВ-ი, მათი ამოცანაა ბათუმის პორტის გამოყენებით რურულმა კომპანიებმა გვერდი აუარონ დასავლურ სანქციებს, რაც მიზნად ისახავს პუტინის ტერორისტული რეჟიმის ფინანსურ მხარდაჭერას. მივმართავ შესაბამის სამსახურებს, საერთაშორისო თანამეგობრობას, ევროკავშირის წარმომადგენლობას, ყაზახეთის საელჩონს საქართველოში, დაინტერესდნენ არნიშნული ინფორმაციით და გაატარონ შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები. საქართველო არ გახდება პუტინის ტერორისტლი რეჟიმის მხარდამჭერი და ყველა ის პირი ვინც ჩართულია ამ ანტისახელმწიფოებრივ საქმეში უმკაცრესად დაისჯება. დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს! დიდება გმირებს!", - წერს ხაბეიშვილი.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)