15:20 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-18 11:51:26, 973 ნახვა

მსოფლიო
ბაიდენი რუსული ბირთვული იარაღის ბელორუსში გადატანაზე: ეს სრულიად უპასუხისმგებლოა

რუსეთი "სრულიად უპასუხისმგებლოა" ბირთვული იარაღის,  ბელორუსიის გადაცემასთან დაკავშირებით. Sky News-ის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.

„ამაზე არაერთხელ გამიკეთებია კომენტარი - ეს აბსოლუტურად უპასუხისმგებლოა“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ 14 ივნისს განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ დაიწყო რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის მიღება. მისი თქმით, ის სამჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე 1945 წელს ჰიროსიმასა და ნაგასაკიზე შეერთებული შტატების მიერ ჩამოგდებული ატომური ბომბი.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბელორუსიაში რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების გეგმები 25 მარტს გამოაცხადა, მაგრამ არ უთქვამს რომელი ქობინი და სად განთავსდება.

მაშინ გაერომ თქვა, რომ ამან გაზარდა ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი - ახლა ის უფრო მაღალია, ვიდრე ცივი ომის პიკზე და მსოფლიომ უნდა შეამციროს დაძაბულობის დონე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics