|
2023-06-17 17:27:07, 1053 ნახვა
პოლიტიკა
ჰერჩინსკი - პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა მიუღებელია
პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა მიუღებელია, - ასე გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკიმ პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმას. როგორც ჰერჩინსკიმ აღნიშნა, საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის არსებობა არ უნდა დაუშვან. "წავიკითხე ზოგიერთი ანგარიში. მე არ ვარ სრულად ინფორმირებული იმაზე, თუ რა მოხდა და რა თქმა უნდა, იმედი მაქვს ამას გამოიძიებენ. თუმცა რისი თქმაც შემიძლია ხმამაღლა და მკაფიოდ ისაა, რომ პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა არაა მისაღები, ეს მიუღებელია ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში და იმედი მაქვს, საქართველოში სიტუაცია არასდროს გაუარესდება იმ წერტილამდე, სადაც იარსებებს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა. ეს არ უნდა დაუშვათ", - განაცხადა ჰერჩინსკიმ. შეგახსენებთ, გორის სმარტთან "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც მან თვალის არეში დაზიანება მიიღო. ამის შემდეგ "გირჩი-მეტი თავისუფლებას" პარტიამ გაავრცელა ვიდეო კადრები სადაც ჩანს, რომ ბორჯომში, იმ სასტუმროში სადაც პარტიის ტრენინგი უნდა გამართულიყო, 60-მდე უცნობი პირი მივიდა, რომლებიც შეურაცხმყოფელი სიტყვებითა და აგრესიით გამოირჩევიან. როგორც პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, ისინი იმუქრებიან და აცხადებენ, რომ თუ საღამომდე არ დატოვებენ ადგილს უარესს დამართებენ.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)