03:38 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-16 16:30:07, 870 ნახვა

საზოგადოება
მერია - გუდიაშვილისა და არჩილ ჯორჯაძის ქუჩებზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

დაგეგმილი სატელევიზიო გადაღებების გამო, 17 ივნისს ლადო გუდიაშვილისა და არჩილ ჯორჯაძის ქუჩებზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, 06:00-დან 11:00 საათამდე ჩაიკეტება ლადო გუდიაშვილის ქუჩა, კერძოდ, არჩილ ჯორჯაძისა და ანტონ ფურცელაძის ქუჩებს შორის არსებული საგზაო მონაკვეთი, ხოლო 07:00-დან 08:00 საათამდე მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება არჩილ ჯორჯაძის ქუჩაზეც.

„შეზღუდვის პერიოდში ტრანსპორტი შოთა რუსთაველის გამზირიდან რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებს ანტონ ფურცელაძის ქუჩის გამოყენებით. რევაზ თაბუკაშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით კი მძღოლები იმოძრავებენ გია ჭანტურიას ქუჩის  გავლით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics