18:36 - 22 Jul, 2026
|
2023-06-16 12:06:12, 978 ნახვა
პოლიტიკა
კრამონი - სანქციების თავის არიდებაში ჩართულ ქვეყნებს ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს
ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა დააკისროს პასუხისმგებლობა სანქციების თავის არიდებაში ჩართულ სახელმწიფოებსა და კომპანიებს,- ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე წერს. კრამონის თქმით, ომამდელ პერიოდთან შედარებით საქართველოს, თურქეთის, სომხეთის, ყირგიზეთისა და ყაზახეთის ვაჭრობის ზრდა 800%-მდეა გაზრდილი, რაც EU-ს სანქციების თავიდან არიდებაზე მიუთითებს. "მესამე ქვეყნების საქართველოს, თურქეთის, სომხეთის, ყირგიზეთისა და ყაზახეთის ვაჭრობის ზრდა 800%-მდეა ომამდელ პერიოდთან შედარებით. რა თქმა უნდა, ეს არის ევროკავშირის სანქციების თავიდან არიდება. ეს რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიას ადგება. ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა დააკისროს პასუხისმგებლობა სანქციების თავის არიდებაში ჩართულ სახელმწიფოებსა და კომპანიებს",- წერს კრამონი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)