|
2023-06-16 00:03:59, 809 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი ოპოზიციაზე - მათი პოლიტიკური ინტერესი არის ერთი - საქართველოში არ უნდა იყოს არავინ და არაფერი, თუ ისინი არ არიან ხელისუფლებაში
ოპოზიციის პოლიტიკური ინტერესი არის ერთი - საქართველოში არ უნდა იყოს არავინ და არაფერი, თუ ისინი არ არიან ხელისუფლებაში - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთერთმა ლიდერმა ირაკლი ჩიქოვანმა „იმედი LIVE”- ში განაცხადა. როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, პროცესი ახალი გამწვავების ფაზაში შევიდა და ეს არის გაგრძელება იმ საბოტაჟისა, რომელსაც "ოპოზიცია ახორციელებს საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ". „მათ ვერ წარმოუდგენიათ, არ აქვთ შეგნებული და გააზრებული, თუ რამხელა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე დგას საქართველო და რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ ერთიანად ვიმოქმედოთ, მაგრამ მორიგ ჯერზე ისინი საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს აყენებენ. მათი პოლიტიკური ინტერესი არის ერთი - საქართველოში არ უნდა იყოს არავინ და არაფერი, თუ ისინი არ არიან ხელისუფლებაში. ეს არის წამწუხარო რეალობა, რაც გვაქვს“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. მისი თქმით, გამწვავება დაკავშირებულია იმასთან, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური, ფართოდ გაშლილი საგარეო პოლიტიკური აქტივობები. „გვაქვს ძალიან მაღალი დონის შეხვედრები როგორც პრემიერ მინისტრის, ისე საგარეო საქმეთა მინისტრის და საპარლამენტო დელეგაციების დონეზე, რომლის მიზანია ყველას დავანახოთ, რომ საქართველოს აქვს პროგრესი და ის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იყო ივნისში და საქართველოს მხოლოდ ევროპული პერსპექტივა მიენიჭა, იყო მცდარი და გეოსტრატეგიულად არ არის გამართლებული გადაწყვეტილება“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)