15:22 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-15 23:57:49, 1201 ნახვა

მსოფლიო
რუმინეთის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა

რუმინეთის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა, რომელსაც მარსელ ჩიოლაკუ უხელმძღვანელებს. სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, მარსელ ჩიოლაკუმ პრემიერ-მინისტრის პოსტი როტაციის წესით დაიკავა.

მთავრობის ახალ შემადგენლობას 290-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო წინააღმდეგი 95 დეპუტატი იყო.

ახალი შემადგენლობის მიხედვით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ლუმინიკა ოდობესკუ უხელმძღვანელებს.

მარსელ ჩიოლაკუმ აღნიშნა, რომ შეეცდება, რუმინელი ხალხის მოლოდინები გაამართლოს, ხოლო პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა ახალ მთავრობას წარმატებები უსურვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics