18:51 - 22 Jul, 2026
|
2023-06-15 16:08:32, 869 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - დასავლელი პარტნიორები უწუნებენ ძალისხმევას ხელისუფლებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავალს მიზანმიმართულად ანადგურებს
ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რა თქმა უნდა, უწუნებენ ძალისხმევას ხელისუფლებას, რომელიც მიზანმიმართულად არ ასრულებს 12 რეკომენდაციას და მიზანმიმართულად ანადგურებს ჩვენი ქვეყნის მომავალს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, დასავლელ პარტნიორებს სურთ, რომ საქართველო ევროკავშირში იხილონ. „მათ სურთ, რომ იყოს დადებითი გადაწყვეტილება მათ შორის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რადგან ხედავენ, რომ ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი. არჩევანი, რომელსაც დღესაც ქართველი ხალხი იცავს, მაგრამ სამწუხაროდ, გვყავს ხელისუფალი, რომელიც ღიად ანტიდასავლურ და პრორუსულ პოლიტიკას ატარებს",- ამბობს ბოკუჩავა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)