19:43 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-15 13:53:04, 775 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - პრინციპულად მიუღებელია, როდესაც კონკრეტული დიპლომატები საქართველოში პოლარიზაციას ახალისებენ

პრინციპულად მიუღებელია, როდესაც კონკრეტული დიპლომატები საქართველოში პოლარიზაციას ახალისებენ,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, დიპლომატებმა "უნდა მიხედონ საკუთარ ქვეყანაში იმ პოლარიზაციას, რომელიც ღვივდება ყოველდღიურად".

"თავის დროზე  ჯგუფმა "ჯიუტები" ჰქვიათ თუ "ჭუტები" თუ რაღაცა, მოაწყო პროვოკაცია პარლამენტის შენობის წინ და მათ ეჭირათ ბილწსიტყვაობის შემცველი ბანერები და მას კონკრეტულმა დიპლომატმა უწოდა გამოხატვის თავისუფლება. კონკრეტულმა დიპლომატმა წაახალისა ზიზღის ენა და ბილწისტყვაობა და წაახალისა პოლარიზაცია. ეს აღიქვეს როგორც მწვანე შუქი კონკრეტულმა ადამიანებმა, ამ ე.წ. ჭუტებმა, "ჯიუტებმა" ბოდიში და მოაწყეს მორიგი პროვოკაციები ამ დღეების განმავლობაში. პრინციპულად მიუღებელია, როდესაც კონკრეტული დიპლომატები საქართველოში ახალისებენ პოლარიზაციას, მათ უნდა მიხედონ საკუთარ ქვეყანაში იმ პოლარიზაციას, რომელიც ღვივდება ყოველდღიურად",- თქვა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
პენ საქართველო: ვახო სანაიას საქმე სცილდება 1 ჟურნალისტის უფლებების დარღვევას, სახიფათოა
NGO-ები: საგანგაშოდ მივიჩნევთ ვახო სანაიას დაკავებას, სოლიდარობას ვუცხადებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics