19:56 - 22 Jul, 2026
|
2023-06-14 18:38:45, 712 ნახვა
პოლიტიკა
გერმანიამ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია დაამტკიცა, რომელშიც საქართველოს ევროინტეგრაციაზეც არის საუბარი
გერმანიის მთავრობამ ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია დაამტკიცა, რომელშიც მთავარ საფრთხედ რუსეთია დასახელებული. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გერმანიის უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი ამოცანაა იმის გარანტიის შექმნა, რომ გერმანიამ გააგრძელოს ცხოვრება მშვიდობიანად და თავისუფლად. დოკუმენტში ასევე საუბარია ევროკავშირის გაფართოებაზე და ამ კონტექსტში ნახსენებია უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი წევრობა. „გერმანიის ფედერალური მთავრობა მხარს უჭერს ევროკავშირის შემდგომ ინტეგრაციას, გაერთიანებას და გაფართოებას დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინის, მოლდოვის და გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ჩათვლით“, - ნათქვამია უსაფრთხოების ახალ დოკუმენტში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)