|
2023-06-12 22:27:54, 859 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - უმრავლესობა მხარს დაუჭერს ცვლილებებს, რომლითაც საზოგადოებრივ მაუწყებელს ვალდებულება ექნება, ბიუჯეტის არანაკლებ ათი პროცენტი სატელევიზიო დოკუმენტალისტიკის მიმართულებით დახარჯოს
კანონპროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ვალდებულება ექნება, ბიუჯეტის არანაკლებ ათი პროცენტი სატელევიზიო დოკუმენტალისტიკის მიმართულებით დახარჯოს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. „საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში საინტერესო სიახლე გვაქვს, საზოგადოებისთვის რომ ცნობილი იყოს. გარდა იმ დათქმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან 15 პროცენტი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უნდა მოხმარდეს; შემდეგ წელს ეს იქნება 16 და იმის შემდეგ წელს 17 პროცენტი. ამ დათქმის გარდა, არის ძალიან საინტერესო და, ჩემი აზრით, ძალიან კარგი სიახლე სატელევიზიო დოკუმენტურ ფილმებთან დაკავშირებით. საზოგადოებრივ მაუწყებელს ექნება ვალდებულება, ბიუჯეტის არანაკლებ ათი პროცენტისა დახარჯოს სატელევიზიო დოკუმენტალისტიკასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ეს იქნება უდიდესი სტიმული სფეროსთვის და უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი, ამიტომ ჩვენ ამ დათქმას მხარს დავუჭერთ. ასევე, არის სხვა საკითხები“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ პრინციპების დონზეზე ცვლილებების მხარდაჭერის მზაობა გამოთქვა და კანონპროექტი კენჭისყრაზე მომდევნო სასესიო კვირაში შევა. კანონპროექტის წარმდგენი რატი იონათამიშვილია. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოს პარლამენტის ბიუროს 22 მაისს წარედგინა, რომლის მიხედვით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბიუჯეტის არანაკლებ ათი პროცენტი ქართული მხატვრული, დოკუმენტური ტელეფილმებისა და სერიალების დაფინანსებაზე უნდა მიმართოს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)