|
2023-06-12 19:38:48, 985 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ფოსტა“ „მსოფლიო საფოსტო კავშირისა“ და „მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის“ გლობალურ კონფერენციაზე
მიმდინარე წლის 6-8 ივნისს, იაპონიაში, ქალაქ ტოკიოში, მსოფლიო საფოსტო კავშირისა (Universal Postal Union) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (World Customs Organization) გლობალური კონფერენცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფოსტა ავრცელებს. ღონისძიებაზე „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე წარსდგა პრეზენტაციით: „სინერგია და ეფექტურობა საფოსტო ოპერატორისა და საბაჟო ადმინისტრაციის თანამშრომლობისას“. კონფერენციის თემა გახლდათ „ქვეყანაში შემავალი ელექტრონული კომერციის გამოწვევები და შესაძლებლობები საფოსტო და საბაჟო დარგების თანამშრომლობისას“. „მსოფლიოს ვუზიარებთ „საქართველოს ფოსტისა“ და საქართველოს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ურთიერთთანამშრომლობის წარმატებულ მოდელს. თანამშრომლობა გულისხმობს „მსოფლიო საფოსტო კავშირსა“ და „მსოფლიოს საბაჟო ორგანიზაციას“ შორის 2022 წლის მაისს გაფორმებულ შეთანხმებაში, გათვალისწინებული რეგულაციების საფუძველზე, შემდგარი თანამშრომლობის შედეგებს, რაც გამოიხატება, საფოსტო ოპერატორის მიერ, პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით, საბაჟო ადმინისტრაციისათვის, წინასწარ გაცვლილ გზავნილთან დაკავშირებით სრულყოფილი მონაცემების უზრუნველყოფას.“ - აღნიშნა ლევან ჩიკვაიძემ. ღონისძიების ფარგლებში, გამართულ სესიებსა და შეხვედრებზე, საფოსტო და საბაჟო სექტორის წარმომადგენლებმა საფოსტო და საბაჟო საქმიანობის უახლესი ტენდენციები, გამოწვევები და განვითარების ხედვები განიხილეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)