|
2023-06-12 17:11:28, 915 ნახვა
პოლიტიკა
ჰერჩინსკი - დღეს საღამოს პრემიერს შევხვდებით - მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაციის გაცვლა მაქსიმალურად ინტენსიური იყოს
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, დღეს დაგეგმილია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა. როგორც ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, შეხვედრა მთავრობის მეთაურის ინიციატივით გაიმართება. "დღეს საღამოს პრემიერ-მინისტრს შევხვდებით. ჩვენ ამას მისი მიწვევით ვაკეთებთ, ამიტომ ინიციატივა პრემიერ-მინისტრის იყო, მაგრამ ერთმანეთს რეგულარულად ვხვდებით. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატიურ საზოგადოებასა და პრემიერ-მინისტრს, ისევე, როგორც მთელ მთავრობას შორის ინფორმაციის გაცვლა მაქსიმალურად ინტენსიური იყოს განსაკუთრებით ახლა, როდესაც ჩვენ შევდივართ საკვანძო მომენტში, როდესაც ევროკომისია ოქტომბერში წარადგენს გაფართოების ანგარიშს და შემდეგ ევროკავშირის ლიდერები მიიღებენ გადაწყვეტილებას მომავალი ნაბიჯების შესახებ, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)