|
2023-06-10 15:32:08, 922 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - იმედი მაქვს, რომ „ნაცმოძრაობა“ ქართული პოლიტიკიდან განეიტრალდება
იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, „ნაცმოძრაობა“ ქართული პოლიტიკიდან განეიტრალდება, რაც აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ ჩვენი დემოკრატიული სისტემა სწორად განვითარდეს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანია არა „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პარტიის განეიტრალება, არამედ ამ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ჩანაცვლება ჯანსაღი ოპოზიციური ძალებით. "იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, „ნაცმოძრაობა“ ქართული პოლიტიკიდან განეიტრალდება, რაც აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ ჩვენი დემოკრატიული სისტემა სწორად განვითარდეს. თუმცა, „ნაცმოძრაობაში“ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ უნდა ვიგულისხმოთ. ვიცით, რომ არავითარი განსხვავება არ არის „ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელოს“, გახარიას, „ევროპულ საქართველოს“, „გირჩს“ და ა.შ. პოლიტიკურ პარტიებს შორის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია არა „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პარტიის განეიტრალება, არამედ ამ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ჩანაცვლება ჯანსაღი ოპოზიციური ძალებით. ჯერჯერობით, სამწუხაროდ, არ იკვეთებიან ასეთი პოლიტიკური ძალები, რომლებმაც შეიძლება სერიოზული როლი შეასრულონ შემდეგ არჩევნებზე, თუმცა, წელიწად ნახევარი წინ არის და იმედია, ჯანსაღი ოპოზიციური ძალები გამოჩნდებიან",- განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)