23:03 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-09 21:35:12, 799 ნახვა

პოლიტიკა
გერმანიის მთავრობა - გერმანია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას განაგრძობს

გერმანიის ფედერალური მთავრობა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, ოლაფ შოლცმა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად საქართველოსთან მრავალფეროვანი თანამშრომლობის გაფართოება, ამჟამინდელი უსაფრთხოებისა და ევროპული პოლიტიკის საკითხები, ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ომის შედეგები განიხილა.

შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. გერმანიის კანცლერი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეთანხმდნენ, რომ გააგრძელონ ღია, შედეგზე ორიენტირებული აზრთა გაცვლა და შეინარჩუნონ მჭიდრო კონტაქტი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics