05:10 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-09 17:07:15, 1041 ნახვა

სამართალი
ცოლად შერთვის მიზნით არასრულწლოვანს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს - პროკურატურამ 3 პირს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, მარნეულში ჯგუფურად ჩადენილი არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 7 ივნისს, მარნეულში, ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ცოლად შერთვის მიზნით ორი მეგობრის დახმარებით ჯგუფურად, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება არასრულწლოვანს.

"ბრალდებულები გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით მოქმედებდნენ და თვლიდნენ რომ ქალს არ ჰქონდა უფლება თვითონ მიეღო გადაწყვეტილება, ვის გაჰყოლოდა ცოლად.

სამივე პირს ბრალდება, მათ შორის ერთ-ერთს დაუსწრებლად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics