|
2023-06-09 14:47:52, 726 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ცინიზმის პიკია, ორგანიზაციამ ყველაფერი გააკეთა რომ ჩაეგდო გამჭვირვალობის კანონპროექტი და ახლა თავად ითხოვს გამჭვირვალეობას
ცინიზმის პიკია, როცა ორგანიზაციამ, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ყალბი კამპანიის წარმოებით, რომ ჩაეგდო, მათ შორის, არასამთავრობო სექტორის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი, ახლა თავად ითხოვს გამჭვირვალეობას,- ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ საკანონმდებლო ინიციატივას, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ. შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ის ქვეყნები, "ვინც აფინანსებენ მსგავს ორგანიზაციებს, რომლებიც სიყალბითა და დეზინფორმაციით ძირს უთხრიან დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ეს საკითხი იმ ქვეყნების წინაშე უნდა დაისვას, ვინც მათი დამფინანსებლები არიან". „პრობლემა არ არის ამ ორგანიზაციაში [საერთაშორისო გამჭვირვალობაში], პრობლემაა მის დამფინანსებლებში. ის ქვეყნები და ორგანიზაციები, ვინც აფინანსებენ მსგავს ორგანიზაციებს, რომლებიც მანიპულირებით, სიყალბითა და დეზინფორმაციით ძირს უთხრიან დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ეს საკითხი იმ ქვეყნების წინაშე უნდა დაისვას, ვინც მათი დამფინანსებლები არიან. სინამდვილეში, მათი დამფინანსებლები რადიკალური დღის წესრიგის მიუხედავად კიდევ უფრო მეტ და მეტ ფულს უმატებენ იმისთვის, რომ მეტი მანიპულაცია და მეტი სიყალბე გაავრცელოს მსგავსმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ის დონორები ქართველი ხალხის წინაშე არაკეთილსინდისიერები არიან. ამიტომ მედიას მოვუწოდებ, "საერთაშორისო გამჭვირვალეობის" დონორებს ჰკითხონ - რატომ ექცევიან ასე ქართველ ხალხს და რატომ აფინანსებენ სიყალბეს, დეზინფორმაციას და რადიკალურ დღის წესრიგს არასამთავრობო სექტორში“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)