|
2023-06-09 14:29:21, 657 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - უცხოეთიდან ჩარევების, რადიკალების დაფინანსების და იარაღის ტრიალის სემინარების ჩატარების მიუხედავად, არ არსებობს შანსი, რომ ხალხმა ხელისუფლების მანდატის ჩაგდება ოპოზიციის ხელში დაუშვას
სააკაშვილი, მერაბიშვილი, კეზერაშვილი, ადეიშვილი, ანუ, ძალადობა, კორუფცია, ადამიანის ღირსების აყრა, ეს გახლავთ ჩვენი ოპოზიციის გენეტიკური კოდის შემადგენელი ნაწილი, რაც არის პრობლემა. ისინი ამ ადამიანებს ვერ მოიცილებენ ისე, რომ თავად არ განადგურდნენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ქართველმა ხალხმა კარგად შეისწავლა ოპოზიციის გენეტიკური კოდი, რომელიც ძალადობასა და ადამიანის ღირსების აყრაზეა დაფუძნებული - შესაბამისად, ოპოზიციის ყველა მცდელობა, უშედეგო იქნება უცხოეთიდან ჩარევების და რადიკალების დაფინანსების მიუხედავად. „ამ ოპოზიციისგან არაფერი არ გამოვა გარდა იმისა, რომ კვლავ წრეზე იტრიალონ რადიკალური დღის წესრიგის შექმნისთვის. მეორეს მხრივ, საქართველოს მოქალაქეებმა უკვე კარგად იციან და ეს გენეტიკური კოდი გაშიფრეს. უცხოეთიდან ჩარევებისა და დაფინანსების, ასევე იარაღის ტრიალის სემინარების ჩატარების, რადიკალების დაფინანსების მიუხედავად, შანსი არ არსებობს, რომ ქართველმა ხალხმა რაიმენაირად მათ ხელში ხელისუფლების მანდატის ჩაგდება დაუშვას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)