|
2023-06-08 21:28:32, 1075 ნახვა
პოლიტიკა
დევინი - საქართველოს თანხვედრა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან ძალიან დაბალია
სამწუხაროდ, საქართველოს თანხვედრა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან ძალიან დაბალია, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელმა, ლუკ დევინმა განაცხადა. როგორც დევინმა აღნიშნა, საქართველოს თანხვედრა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან გასულ წელს 44%-ზე ნაკლები იყო, წელს კი, 28 %-ია. "სამწუხაროდ, საქართველოს თანხვედრა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან ძალიან დაბალია. გასულ წელს, ის 44%-ზე ნაკლები იყო, წელს კი, 28%-ია მაშინ, როდესაც ზოგიერთი კანდიდატი ქვეყნის მაჩვენებელი 100%-იც კია. ქართული ოცნების ლიდერების ძლიერი, ანტიდასავლური გზავნილები გვაშფოთებს, რომელთა სამიზნეც საერთაშორისო პარტნიორები ან ამ პარლამენტის წევრები ხდებიან", - განაცხადა დევინმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)