|
2023-06-08 14:01:34, 868 ნახვა
პოლიტიკა
ქადაგიშვილი - ახალი სერია იწყება - მიხეილ სააკაშვილი პრემიერად
წინა სეზონი იყო - მოწამლეს, მოკლეს, აწამეს, აშიმშილეს. ახალ სეზონზე ახალი სერია იწყება - მიხეილ სააკაშვილი პრემიერად,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესაძლო დასახელებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ქადაგიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ექსპრეზიდენტის პრემიერობას სერიოზულად არ უყურებს. "წინა სეზონი იყო - მოწამლეს, მოკლეს, აწამეს, აშიმშილეს. ამ სერიალმა, ასე ვთქვათ, თავისი მაყურებელი დაკარგა საზღვარგარეთაც და ქვეყნის შიგნითაც. ახლა ახალ სეზონზე ახალი სერია იწყება - მიხეილ სააკაშვილი პრემიერად. ვნახოთ, ამ სერიას სადამდე ექნება სიცოცხლისუნარიანობა. მე აღარ ვაფასებ სერიოზულად მის პრემიერ-მინისტრობას. 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, თუმცა მის პრემიერობას არასერიოზულად ვუყურებ",- ამბობს ქადაგიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)