|
2023-06-08 12:58:46, 753 ნახვა
პოლიტიკა
კალიურანდი - საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა შეასრულოს დაპირება არა ჩვენთვის, არამედ საკუთარი მოქალაქეებისთვის
საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა შეასრულოს დაპირება არა ჩვენთვის, არამედ საკუთარი მოქალაქეებისთვის,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებას განიხილავენ. კალიურანდის თქმით, საქართველოს მოსახლეობის 89% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს და ამიტომ, მთავრობის მხრიდან „ისტორიული შანსი მალე უნდა იქნას გამოყენებული“. „დარწმუნებული ვარ, რომ იცნობთ ევროპარლამენტის ორ რეზოლუციას მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევაზე საქართველოში და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, 89% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს და საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა შეასრულოს დაპირება არა ჩვენთვის, არამედ პირველ რიგში, საკუთარი მოქალაქეებისთვის. არსებობს უნიკალური შესაძლებლობების ფანჯარა და არ ვიცი, როდემდე იქნება ღია. შეიძლება, მალე დაიხუროს და ამიტომ, ისტორიული შანსი მალე უნდა იქნას გამოყენებული. ჩვენ არ ვცდილობთ მფარველობა გაგიწიოთ, ჩვენ ვართ მეგობრები და ვლაპარაკობთ, როგორც პარტნიორები“,- განაცხადა კალიურანდმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)