01:02 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-07 13:41:03, 799 ნახვა

პოლიტიკა
ნადირაძე - „ქართულ ოცნებას“ ეროვნული ბანკის ბოლომდე მიტაცება სურს

„ქართულ ოცნებას“ სურს ეროვნული ბანკის ბოლომდე მიტაცება და კურსის თამაში მათი ნება-სურვილის მიხედვით, ეს არის მათი ერთადერთი წუხილი,- ასე ეხმაურება საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს განცხადებას.

ნადირაძის თქმით, "ბიძინა ივანიშვილს, სადაც ბევრი ფულია, უნდა, რომ ის სფერო ბოლომდე აკონტროლოს".

„ქართული ოცნების“ წუხილი არის ერთადერთი, რომ მათ ვერ დანიშნეს წევრი, რადგან უნდათ ეროვნული ბანკის ბოლომდე მიტაცება, რომ ბოლომდე ათამაშონ კურსი მათი ნება-სურვილის მიხედვით, რადგან ივანიშვილს, სადაც ბევრი ფულია, უნდა, რომ ის სფერო ბოლომდე აკონტროლოს ისევე, როგორც ხდება ყველა სფეროში, რომელიც ეხება ნავთობს, გადაზიდვებს, ენერგომატარებლებს და ეროვნული ბანკიც არის მისი ინტერესის უდიდესი სფერო. „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები გამოთქვამენ წუხილს ამის გამო, რომ გვიანდება, რომ ბოლომდე ყველა წევრი აკონტროლონ,- ამბობს ნადირაძე. 

შეგახსენებთ, დღეს, 7 ივნისს "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტი თავისი ქმედებებით მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას.

როგორც პოლიტსაბჭოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პრეზიდენტმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და მას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი პარლამენტისთვის დღემდე არ წარუდგენია. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics