|
2023-06-06 13:14:14, 732 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი ჟურნალისტს - ვერაფერი მოიფიქრეთ გარდა იმისა, რომ თურმე პრემიერი ვიღაცამ დაიბარა - გაუბედურებულები ხართ
ჩემი ვიზიტი იგეგმება გერმანიაში, ფედერალური კანცლერის, ბატონი შოლცის მიწვევით, სადაც მე მექნება საუბარი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე, ევროინტეგრაციაზე, ზოგადად, ამ რთულ სიტუაციაზე, რომელიც რეგიონში შეიქმნა უკრაინის ომის შემდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. მთავრობის მეთაურმა კანცლერს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ გიდასტურებთ, რომ ჩემი ვიზიტი იგეგმება გერმანიაში, ფედერალური კანცლერის, ბატონი შოლცის მიწვევით, სადაც მე მექნება საუბარი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე, ევროინტეგრაციაზე, ზოგადად ამ რთულ სიტუაციაზე, რომელიც რეგიონში შეიქმნა უკრაინის ომის შემდეგ. ომის გავლენებზე, რომელიც რა თქმა უნდა, ყველას გვეხება და ბუნებრივია, საქართველოს, რომელიც პირველი მსხვერპლი იყო და ჩვენ 2008 წელს გამოვიარეთ ის უბედურება, რომელიც ახლა მიმდინარეობს უკრაინაში. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო, შინაარსიანი საუბრები გვექნება ბატონ შოლცთან. მე მასთან მქონდა არაერთი საუბარი, შარშანაც ვიყავი ოფიციალური ვიზიტით, მისი მიწვევით. მე მინდა, მადლიერება გამოვხატო კანცლერის მიმართ, ვინაიდან იგი ყოველთვის ხმამაღლა, ღიად აფიქსირებს ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერას. პრაქტიკულად ყველა გამოსვლაში, გერმანიის კანცლერი ღიად უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას. ასე რომ მე მადლიერი ვარ და შეხვედრების შემდეგ მოგახსენებთ შედეგებს",- განაცხადა პრემიერმა. ჟურნალისტის კითხვას, მოხდა თუ არა დაბარება კანცლერის მხრიდან, პრემიერმა ასე უპასუხა: „მე არ მინდა ამაზე გიპასუხოთ, მე თვალყურს ვადევნებდი თქვენს ამ პროვოკაციულ ქმედებებს ბოლო ორი დღეა, რამდენად ანტისახელმწიფოებრივია თქვენი განცხადება, ანტიეროვნული, მაგრამ მესმის, რომ ეს თქვენი დავალებაა, დავალება მოგცეს რომ ეს კითხვა დაგესვათ. ერთი რამ მინდა ვუთხრა თქვენს დამკვეთებს, რომ ძალიან უსუსურ მდგომარეობაში არიან, აი სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრეთ, გარდა იმისა, რომ თურმე თქვენი ქვეყნის პრემიერ მინისტრი ვიღაცამ დაიბარა, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ თქვენ ხართ ძალიან მძიმე მდგომარეობაში, გაუბედურებულები ხართ თქვენ და თქვენი დამკვეთები. მე მინდა გირჩოთ ყველას, რომ პატივი სცეთ თქვენს ქვეყანას, ჯერ პირველ რიგში თქვენს ქვეყანაზე იფიქრეთ, თქვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე იფიქრეთ და მერე შეასრულეთ ასეთი ამორალური, ბინძური დავალებები",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)