|
2023-06-05 22:41:34, 858 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია - კურსი, რომელიც ივანიშვილის რეჟიმს აქვს, სწორედ კადიროვის მმართველობაა საქართველოში
"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, კადიროვთან დაკავშირებული პირების საქართველოში ყოფნას გამოეხმაურა. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, პერსპექტივა იმ კურსის, რომელიც ბიძინა "ივანიშვილის რეჟიმს აქვს, სწორედ კადიროველების მმართველობაა საქართველოში". "ძალიან სიმბოლურია და სიმბოლურთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ პერსპექტივა, აი ამ კურსის რაც ივანიშვილის რეჟიმს აქვს, არის სწორედ კადიროვის მმართველობა საქართველოში. რას ნიშნავს პუტინის რუსეთის გავლენა, ამას აჩვენებს ის ჯოჯოხეთი, რასაც კადიროვი უწყობს თავისივე მოქალაქეებს ჩრდილოეთ კავკასიაში და რაც დაღესტანში ხდება - სისხლისღვრა, მოტაცებები, მკვლელობები. აი მაგათი საბოგინო უნდა გახდეს ქვეყანა თუ ეს კურსი არ დავამარცხეთ დემოკრატიულად რასაც ივანიშვილის რეჟიმი წარმოადგენს", - განაცხადა გიგა ბოკერიამ. შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში 3 ივნისს გავრცელდა საქართველოში რუსული ესკორტის გადაადგილების კადრები, რომელთა მიხედვითაც საქართველოში, სავარაუდოდ, ჩეჩენი ბიზნესმენი ასლანბეკ ახმეტხანოვი და მისი წრე იმყოფებოდა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)