|
2023-06-02 16:32:14, 873 ნახვა
რეგიონი
მაჭახელას ხეობაში ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა
მაჭახელას ეთნოსოფლის პროექტის ფარგლებში ხეობას ვიზიტორთა ცენტრი შეემატა. თანამედროვე სტანდარტების შენობა, რომელშიც ვიზიტორებს მაჭახელას ხეობაში მოგზაურობასთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციის მიღება, სადემონტრაციო კუთხეში გამოფენილი ადგილობრივი ხელნაკეთი ნივთებისა და პროდუქციის გაცნობა შეუძლია, დღეს საზეიმოდ გაიხსნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ცნობით, მაჭახელას ვიზიტორთა ცენტში მოწყობილია თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სატრენინგო და საკონფერენციო სივრცეებიც. ვიზიტორთა ცენტრში წარმოდგენილ ტურისტულ სერვისებსა და პროდუქტებს დღეს მთავრობის წარმომადგენლები, ხეობის განვითარებაში ჩართული საერთაშორისო ორგანიზაციების, ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები, გიდები და ადგილობრივი მოსახლეობას გაეცნო. "მაჭახელას ხეობა, რომელიც ბათუმიდან 39 კმ-ში მდებარეობს, ტურისტულ აქტიური და მიმზიდველი მიმართულებაა. ხეობას ყოველწლიურად ემატება, როგორც საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და ტურისტული ობიექტების, ისე ვიზიტორების რაოდენობა. გასულ წელს, მაჭახელას ხეობას 50, 000-მდე ვიზიტორი სტუმრობდა, რაც 2021 წელთან შედარებით 60%-იან ზრდას ითვალისწინებს. მაჭახელას ეთნოსოფლის პროექტის ღირებულება 30 მილიონი ლარს შეადგენს. გარდა ვიზიტორთა ცენტრისა, პროექტი მაჭახელას ხეობაში სხვადასხვა ლოკაციაზე საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობას, ისტორიული და ეთნოგრაფიული ძეგლების რეაბილიტაციას და სხვა ტურისტულ-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს. მათ შორისაა ყალივაკეს და გვარას ციხის რეაბილიტაცია, ასევე ე.წ „მაჭახელას თოფის გზის“ ფარგლებში, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. პროექტის მიზანი ხეობაში არსებული ისტორიულ-ეთნოგრაფიული ძეგლების შენარჩუნება-პოპულარიზაცია, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და გარემოს დაცვა-გაჯანსაღებაა. მნიშვნელოვანია, რომ მაჭახელას ხეობას გასულ წელს, გაეროს განვითარების ფონდისა მხარდაჭერითა და აჭარის უმაღლესი საბჭოს ჩართულობით დაცული ლანდშაფტის სტატუსი მიენიჭა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)