|
2023-06-01 18:51:14, 971 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - თუ რომელიმე ხელისუფლებამ რაიმე ხელშესახები გააკეთა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისა და ნატო-ს გზაზე, ეს ვართ ჩვენ
თუ რომელიმე ხელისუფლებამ რაიმე კონკრეტული ხელშესახები გააკეთა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, ან იგივე ნატოს გზაზე, ეს ვართ ჩვენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მოლდოვაში განუცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს სურვილი და მოტივაცია მოიტანს კონკრეტულ შედეგებს, აქედან გამომდინარე ყველამ ერთად უნდა გააკეთოს მაქსიმუმი იმისთვის, რომ საქართველო ევროპასთან და ნატო-სთან კიდევ უფრო მეტად დაახლოვდეს. „თუ რომელიმე ხელისუფლებამ რაიმე კონკრეტული ხელშესახები გააკეთა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, ან იგივე ნატოს გზაზე, ეს ვართ ჩვენ. პირადად მე მქონდა პატივი, ხელი მომეწერა ასოცირების შეთანხმებისთვის, თავისუფალი ვაჭრობისთვის. უვიზო რეჟიმი. ჩემს დროს დაიხურა ვალდებულება და ამის შემდეგ გაიხსნა უვიზო რეჟიმი. მე მქონდა პატივი, ხელი მომეწერა ოფიციალურ განაცხადზე, რომელიც ჩვენ შარშან შევიტანეთ და მივიღეთ ევროპული პერსპექტივა ამის საფუძველზე. რაც შეეხება ნატოს, ჩვენ არ შეგვიჩერებია ძალისხმევა. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი. ჩვენი ჯარები იყვნენ ავღანეთში, მანამდე ერაყშიც, ჩემი პრემიერობის დროს გავაგზავნეთ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ჩვენი ჯარი. ასე, რომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენი სურვილი, ჩვენი მოტივაცია მოიტანს კონკრეტულ შედეგებს და ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ კიდევ უფრო მეტად დავაახლოვოთ ჩვენი ქვეყანა ევროპასთან და ნატოსთან", - განაცხადა პრემიერმა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)