|
2023-05-31 23:56:23, 1065 ნახვა
პოლიტიკა
გალერი ზურაბიშვილზე - გარკვეული მოძრაობა შეინიშნება, ვისურვებდით, რომ სააკაშვილი და გვარამია შეიწყალოს
გამორჩეული სიტყვით გამოსვლა ჰქონდა, ძალიან მკაფიო იყო უკრაინასთან, უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობასთან, ევროპულ გზასა და საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, - ასე შეაფასა ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლა. როგორც გალერმა აღნიშნა, ევროპარლამენტი ისურვებდა, რომ პრეზიდენტმა გამოიყენოს თავისი ბერკეტი და გაათავისუფლოს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, ვინაიდან მას ბრალი არაფერში მიუძღვის და ამასთან ერთად, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაშია. „პრეზიდენტმა ფეხზე წამოდგომით ტაში დაიმსახურა და ვფიქრობ, იყო თამამი სიტყვა, მთავრობის ამჟამინდელი პოლიტიკისა და იმ ეჭვების გათვალისწინებით, რომლებიც ამ პოლიტიკის გამო წარმოიშვა. ის ძალიან მკაფიო იყო უკრაინასთან, უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობაზე, ძალიან მკაფიო იყო ევროპულ გზასა და საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით. მან ასევე აღნიშნა, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია, მაგრამ ასევე ძალიან მკაფიო იყო კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. საქართველო ჩვენს ფიქრებშია და მოვითხოვთ, შესრულდეს 12 პირობა. ეს არის ამოცანა მთავრობისთვის, მმართველი პარტიისთვის, რომ აღასრულონ ხალხის ნება“, - განაცხადა მაიკლ გალერმა. შეგახსენებთ, დღეს ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტს სიტყვით მიმართა. მანამდე კი ევროპული საბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტებს შეხვდა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)