|
2023-05-31 17:39:17, 871 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი ევროპარლამენტს - რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ საქართველო ევროპაა
რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ საქართველო არის ევროპა,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ევროპაც მიმართულია იქითკენ, რომ საქართველოც იყოს ევროპა. "რუსეთი ცდილობს, რომ გააძლიეროს თავისი გავლენა დ შეასუსტოს ევროპის გავლენა. ეს არის თავისუფალი სავიზო რეჟიმი, პირიდაპირი ფრენები - ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ იყოს შიდა დაძაბულობა, ესკალაცია. ეს ვერ მოხდება... კანდიდატის სტატუსი გაამყარებდა ჩვენს სტატუსს რეგიონში და ევროპას ესმის ამ რეგიონის მნიშვნელობა; ესმის, რომ სქართველო არის ნაწილი ამ ყველაფრის",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას. შეგახსენებთ, დღეს, 31 მაისს საქართველოს პრეზიდეტმა ევროპარლამენტს 13-წლიანი პაუზის შემდეგ მიმართა. სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში 29 მაისს გაემგზავრა. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას შეხვდა.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)