|
2023-05-31 17:11:45, 759 ნახვა
საზოგადოება
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის დაარსებიდან შვიდი წელი გავიდა
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) დაარსებიდან შვიდი წლის იუბილეს აღნიშნავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამიისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საზეიმო ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრნენ. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლები და პარტნიორი ქვეყნების მოწვეული სტუმრები. „თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ JTEC-ის პირად შემადგენლობას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და იუბილე მიულოცა. ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სამხედრო მოსამსახურეები სხვადასხვა უწყებრივი მედლებითა და საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ. მოწვეულმა სტუმრებმა კრწანისის ბაზაზე არსებული სიმულაციების კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ცენტრის ახალი შენობა და სიმულაციურ-ტექნიკური შესაძლებლობები დაათვალიერეს. ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის" ბაზაზე, 2014 წელს უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებულ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში შეიქმნა. JTEC თავდაცვის ძალების ტაქტიკური დონის ქვედანაყოფებს კოლექტიური წვრთნებისა და შეფასებისათვის, საველე, სიმულაციური და ვირტუალური შესაძლებლობებით უზრუნველყოფს. JTEC-ის ინიციატივის განხორციელებაში ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, დაარსების პირველივე დღიდან ჩართულნი არიან ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები. მრჩეველთა ჯგუფში ნორვეგიის, ლიეტუვას, დიდი ბრიტანეთის, უნგრეთისა და დანიის წარმომადგენლები შედიან, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში - ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო მოსამსახურეები. დღეისათვის JTEC-ის შემადგენლობაში სამი ცენტრია: საბრძოლო მომზადების ცენტრი, წვრთნების შეფასების ცენტრი და სიმულაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ცენტრი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)