|
2023-05-31 12:08:33, 807 ნახვა
პოლიტიკა
გომელაური - პრემიერ-მინისტრმა ილაპარაკა სრული სიმართლე - ახლი რა გაიგონეთ?!
პრემიერ-მინისტრმა ილაპარაკა სრული სიმართლე - ახლი რა გაიგონეთ?! - ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) თემატურ დისკუსიაში მონაწილეობისას გაკეთებულ განცხადებებს. როგორც გომელაურმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ის, რაც ღარიბაშვილმა რუსეთ-უკრაინის ომსა და ნატო-სთან დაკავშირებით თქვა, მსოფლიო ლიდრებს, მათ შორის ვოლოდიმირ ზელენსკის არაერთხელ აღუნიშნავთ. "ვუსმინე, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრს, ილაპარაკა სრული სიმართლე, ეს ახალი არა იყო, მე მგონი, პირველად არ გაუჟღერებიათ, ბატონი ზელენსკიც იძახდა მაგას, რომ ნატო-ს გამო, ჩვენ ვიომებთ, არ დავიხევთ უკან. ვითომ პირველად თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა, ვითომ - ისე შეფუთეს, სამწუხაროდ. ეს არაერთხელ უთქვამთ მსოფლიო ლიდერებს და ეს გაიმეორა ბატონმა პრემიერმა და სიმართლე თქვა. ახლი რა გაიგონეთ?! ჭიანჭველისგან სპილოს შექმნას ცდილობს ხოლმე ოპოზიცია და სამწუხაროდ, ოპოზიციური არხებიც",- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობა გუშინ, 30 მაისს მიიღო. მთავრობის მეთაურმა დისკუსიის დროს განაცხადა, რომ ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)