|
2023-05-30 16:41:40, 729 ნახვა
პოლიტიკა
ჰამილტონი ღარიბაშვილს - უკრაინის შემდეგ, საქართველო აშშ-ისგან ყველაზე მეტ სამხედრო დახმარებას იღებს, გამოფხიზლების დროა
უკრაინის შემდეგ, საქართველო რეგიონში აშშ-ისგან ყველაზე მეტ სამხედრო დახმარებას იღებს, გამოფხიზლების დროა, - ასე გამოეხმაურა ამერიკის საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის სამხედრო ექსპერტი, ბობ ჰამილტონი ბრატისლავაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს. როგორც ჰამილტონმა აღნიშნა, იმ დახმარების ფონზე, რასაც აშშ საქართველოს უწევს, ღარიბაშვილი უკრაინაში რუსეთის შეჭრას ნატო-ს გაფართოებას აბრალებს, ხოლო აშშ-ს საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაში ადანაშაულებს. "საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ნატო-ს კანდიდატი, უკრაინაში რუსეთის შეჭრას ნატო-ს გაფართოებას აბრალებს. მისმა მთავრობამ ასევე უარი თქვა, შეერთებოდა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და აშშ დაადანაშაულა ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობაში, თუმცა უკრაინის შემდეგ, საქართველო რეგიონში აშშ-საგან ყველაზე მეტ სამხედრო დახმარებას იღებს. გამოფხიზლების დროა", - წერს ჰამილტონი. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობა დღეს, 30 მაისს მიიღო, სადაც განაცხადა, რომ ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი. ღარიბაშვილი სლოვაკეთში 29 მაისს გაემგზავრა. ფორუმი 29-31 მაისს იმართება. პრემიერი სლოვაკეთში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)