|
2023-05-30 13:04:12, 682 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - EU-ს და აშშ-ს არ შეუწყვეტია სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან და საქართველო რატომ უნდა იყოს გამონაკლისი?
რუსეთმა გასულ წელს ევროკავშირისგან 300 მილიარდი ევრო მიიღო, ევროკავშირსა და აშშ-ს არ შეუწყვეტია სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან და საქართველო რატომ უნდა იყოს გამონაკლისი?, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობისას განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, საქართველო სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და ევროკავშირის უწყებებმაც აღიარეს, მაგრამ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები სხვა საკითხია. „საქართველოს ეკონომიკა ძალიან პატარაა და საქართველოს ვაჭრობა რუსეთთან 1 მილიარდზე ნაკლებია. ევროკავშირი გასულ წელს 1 მილიარდს ევროს ყოველდღე უხდიდა რუსეთს. ანუ, რუსეთმა ევროკავშირისგან 300 მილიარდი ევრო მიიღო გასულ წელს და საქართველოსთან სავაჭრო ბრუნვა მარტო 1 მილიარდია წელიწადში. ანუ, ეკონომიკური სანქციების შემთხვევაში ჩვენი გავლენა იქნებოდა 0,3%, ხოლო ჩვენს ეკონომიკაზე გავლენა იქნებოდა უმნიშვნელოვანესი. ამიტომ, ჩემი აზრი არის ასეთი: როცა ამ საუბარს ვაწარმოებდით, სრულად შევესაბამებით საერთაშორისო საფინანსო სანქციებს, ამას ვაკეთებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ევროკავშირის უწყებებმა, ყველამ აღიარა, რომ საქართველო სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს, მაგრამ რაც შეეხება სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ეს სხვა რაღაცაა. ევროკავშირი ვაჭრობს რუსეთთან, არ შეუწყვეტია სავაჭრო ურთიერთობები, შეერთებული შტატებიც ასევე, საქართველო რატომ უნდა იყოს გამონაკლისი? კი ბატონო. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი. მეორე მიზეზი გახლავთ ის, რომ ჩვენ საკმაოდ განაწყენებული ვიყავით, რომ დასავლეთში სერიოზულად არავინ მიიღო 2008 წლის ომი. ეს არის მიზეზი",- განაცხადა ღარიბაშვილმა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)