|
2023-05-29 23:06:43, 984 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. პარტიის ცნობით, უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს. "სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით: საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს ხატია დეკანოიძის და რომან გოცირიძის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით; პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე, უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურას; საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას ნოდარ ტურძელაძე დაიკავებს. სხდომაზე ასევე ისაუბრეს მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებსა და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე. საუბარი შეეხო თურქეთის რესპუბლიკაში ჩატარებულ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს. მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ ულოცავს მეგობარი და მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს და „სახალხო ალიანსს“ გამარჯვებას და მიაჩნია, რომ მათი გამარჯვება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია", - ნათქვია "ქართული ოცნების" განცხადებაში.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)