|
2023-05-29 15:15:06, 1056 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე პოლიტსაბჭოს განცხადებაზე - რა შუაშია დაშინება, სად ნახეთ, რომ „ქართული ოცნება“ ვინმეს აშინებდეს
რა შუაშია დაშინება, სად ნახეთ, რომ "ქართული ოცნება" ვინმეს აშინებდეს?- ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს დღევანდელ განცხადებას. კალაძის თქმით, მმართველი გუნდის მხრიდან აღნიშნული განცხადება ნიშნავს იმას, რომ პარტიაში არ უნდათ პრეზიდენტთან პოლემიკაში შესვლა. "ნამდვილად არ შევდივარ პოლემიკაში და არ ვაპირებ შევიდე, პრეზიდენტთან, მის განცხადებებთან, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვითვალისწინებ და ზოგადად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ამ ინტერესებიდან გამომდინარე არ მინდა პოლემიკაში შესვლა. რა შუაშია დაშინება, რა შუაშია შიში, სად ნახეთ თქვენ, რომ "ქართული ოცნება" ვინმეს აშინებდეს. სალომე ზურაბიშვილმა უნდა გაათავისუფლოს, არ გაათავისუფლოს [ნიკა გვარამია] ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ეს არის მისი პრეროგატივა. ჩვენი მხრიდან ეს განცხადება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ გვინდა პრეზიდენტთან შევიდეთ პოლემიკაში ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომიდინარე და ისევ და ისევ იქიდან გამომდინარე, რომ ვუფრთხილდებით პრეზიდენტის ინსტიტუტს",- განაცხადა კალაძემ. ცნობისთვის, დღეს, 29 მაისს "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა საბჭომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა. "უნდა დავიცვათ პრეზიდენტის ინსტიტუტი მაშინაც კი, როდესაც მას თავად მოქმედი პრეზიდენტი უქმნის საფრთხეს",- ნათქვამია პოლიტსაბჭოს განცხადებაში.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)