|
2023-05-26 18:08:47, 1009 ნახვა
პოლიტიკა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და სალომე ზურაბიშვილს წერილი გაუგზავნა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს წერილი გაუგზავნა. როგორც ალიევის წერს, დღეს საქართველოს და აზერბაიჯანს აქვს კარგი შესაძლებლობა, რომ განავითაროს და გაამდიდროს ორ ქვეყანას შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა, რომელიც მოემსახურება რეგიონის კეთილდღეობას და აამაღლებს პარტნიორობას. "ძვირფასო პრეზიდენტო, ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით გულითადად გილოცავთ თქვენ და საქართველოს მეგობრულ ხალხს 26 მაისს - დამოუკიდებლობის დღეს, გიგზავნით საუკეთესო სურვილებს. აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობების დღევანდელი დონე, რომელიც ჩვენი ხალხის ნებისგან გამომდინარეობს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში მეგობრობით, კეთილმეზობლობითა და ჰარმონიით ცხოვრობდნენ, სასიამოვნოა. საერთო მხარდაჭერა და ნდობა, მჭიდრო თანამშრომლობა, საერთო ფართომასშტაბიანი რეგიონული პროექტები არის მთავარი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობასა და ალიანსს. დღეს გვაქვს კარგი შესაძლებლობები რომ განვავითაროთ და გავამდიდროთ ჩვენი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა, რომელიც მოემსახურება ჩვენი ქვეყნებისა და რეგიონის კეთილდღეობას და აამაღლებს ჩვენს პარტნიორობას უფრო მაღალ დონეზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხის ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენ ერთობლივად შევძლებთ ტრადიციულად მეგობრული აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობების განმტკიცებას, ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობის შემდგომ გაფართოებას, როგორც ორმხრივად, ისე მრავალმხრივად. თქვენთვის ასეთ მნიშვნელოვან დღესასწაულზე, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წარმატებებს საქმიანობაში, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს ვუსურვებ მშვიდობასა და კეთილდღეობას. პატივისცემით, ილჰამ ალიევი," - წერს აზერბაიჯანის პრეზიდენტი.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)