20:00 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-25 16:03:32, 1201 ნახვა

მსოფლიო
რუსეთმა და ბელარუსმა ბირთვული იარაღის ბელარუსში განლაგების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერეს

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ და ბელარუსის თავდაცვის უწყების ხემძღვანელმა, ვიქტორ ხრენინმა ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

როგორც შოიგუმ ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა, რუსეთი არ აპირებს, რომ ბელარუსს ბირთვული იარაღი გადასცეს.

შოიგუს განმარტებით, იარაღზე კონტროლის გამოყენების გადაწყვეტილების უფლება ისევ რუსეთის ფედერაციის ხელში იქნება.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან რესპუბლიკაში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგებაზე შეთანხმების შესახებ მიმდინარე წლის მარტში განაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics